Monday, October 26, 2009

ნარკომანია მავნე ჩვევა თუ ავადმყოფობა.

1.პროექტის სახელი: ნარკომანია მავნე ჩვევა თუ ავადმყოფობა.
2. პროექტის მოკლე აღწერა:
• ნარკოტიკის მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემისა და ადამიანის გუნება განწყობილებაზე.
• ფაქტორები,რომლებიც ასრულებენ წამყვან როლს ადამიანის ნარკომდან ჩამოყალიბებაში.
• ღონისძიებები, რომლებიც შეუწყობს ხელს ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვის შმცირებას.
3. პროექტის სრული აღწერა:
1. რა არის ნარკოტიკ:
ნარკოტიკი არის ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე თრობის ეფექტით: ცვლის ადამიანის გუნება-განწყობას, გრძნობებსა და არქმას. ნარკოტიკიიწვევს მიჩვევას და დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
2. ლეგალური და არალეგალური ნარკოტიკები:
არალეგალური ნარკოტიკი არის ნივთიერება, რომლის მოხმარება, შენახვა და გავრცელება კანონით ისჯება.
ყველასათვის ნაცნობი ალკოჰოლი, თამბაქო, კოფეინის სემცველი სასმელები და ზოგიერთი მედიკამენტიც კი- ნარკოტიკებია, მაგრამ ისინი კანონით ნებადართულ-ლეგალურ ნარკოტიკებს მიეკუთვნებიან.
3. ფსიქო აქტიური სასუალებები და ქიმიური ტიპის დამოკიდებულება.
ფსიქოაქტიური საშუალებები ზემოქმედებს ცნობიერებაზე, გრძნობებსა და არქმაზე და გამოიხატება, ცენტრაკურ ნერვულ სისტემაზე, ნივთიერების განსაკუთრებული ზემოქმედებით-მასტიმულირებელი, ჰალუცინაციების გამომწვევი და სხვ. ეფექტებით, მათი მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე იწვევს მიჩვევას.
4. ქიმიური ტიპის დამოკიდებულებას უწოდებენ წამალთდამოკიდებულებას( ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ტოქსიკომანი) ანუ დამოკიდებულებას ფსიქოაქტიურ საშუალებებზე, რომლის მიღების შედეგად ვიტარდება ნაკოტიკული თრობის მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს ეიფორია. ეიფორია ( ბერძნულად-ეუპჰორია) არის აწერილი გუნება-განწყობილება უდარდელი კმაყოფილებათა, პასიური სიხარულით, უშფოთველი განცხრომით. ადამიანის ნათელ ფერებში წარმოდგება ყველაფერი, რასაც გრძნობს, აღიქვამს, იხსენებს, ფიქრობს და წარმოიდგენს-ყოველი ნარკოტიკისათვის დამახასიათებელია ეიფორიის განსხვავებული სურათი. ნარკოტიკების სისტემური მოხმარების შემდეგ ადამიანი აღმოაჩენს, რომ ჩვეული ნარკოტიკის უცნაური შეწყვეტა იწვევს ფიზიკურ აშლილობას, რომელიც მორიგი დოზის მირებისტანავე ქრება. ეს შლილობა ფიზიკური და ფსიქიკური სიმპოტომების კომპლექსს წარმოადგენს. ჟარგონის ენაზე ამ მდგომარეობას’ლომკა: ეწოდება და მიუთიტებს იმაზე, რომ ადამიანს ჩამოუყალიბდება ნარკოტიკზე ფიზიკური დამოკიდებულება.
5. გარემოებები და ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება შეუწყოს ხელი ნარკოტიკების მოხმარების დაწყებას.
• შესაძლოა ადამიანს ნარკოტიკების მოხმარებისკენ უბიძგოს ოჯახში არებულმა პრობლემებმა.
• მოხვდეს ისეთ წრეში, რომლებიც უბიძგებს ნარკოტიკები მოხმარებისკენ.
• შესაძლოა ნარკოტიკების მომხარება დაიწყოს ადამიანმა, რომელსაც აქვს არასრულფასოვნების შეგრძნება.
• შასაძლოა ნარკოტიკის ეფექტისადმი ცნობისმოყვარეობამ ჩამოაყალიბოს ნარკომანად.
6. ღონისძიებები რომლებიჩ სეუწყობს ელს ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვის შემცირებას.
• ტელევიზიის, პრესის და სხვა საშუალებებით მოსახლეობის ინფორმირება ლეგალური თუ არალეგალური ნარკოტიკების მავნებლობის სესახებ.
• საქაღტველოს სახელმწიფოს კანონმდებლობა არალეგალური ნარკოტიკების შენახვა, გავრცელება და მოხმარება ისჯება მკაცრად. გარდა ამის საქართველოს კანომდებლობა ალკოჰოლისა და თამბაქოს შეძენასა და მოხმარებასთან დაკავშირებით არსებობს სეზღუდვები, რაც გარკვეულად ამცირებს ამ მავნე ჩვევისადმი დამოკიდებულ ადამიანთა რიცხვს.
4. მონაწილეთა ასაკი: 17- 18 წ.
5.ვადები-ხანგრძლივობა:2 კვირა.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები იმუშავებენ ინდივუდუალურად, მოიძიებენ მასალებს, ამის მერე დაიყოფებიან ჯგუფებად.
7. მოსალოდნელი სედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება, შეიქმნას: დაამზადებენ ჯგუფების მიედვით საჩვენებელ პრეზენტაციებს,ბუკლეტებს. და შექმნიან ბლოგს სადაც განათავსებენ მოძიებულ მასალებს.
8. სარგებელი სხვებითვის: შესრულებული სამუშაოს ნახვის შემდეგ, მოსწავლეები დაფიქრდებიან და გაანალიზებენ თუ რამდენად მავნეა დაუდევრად მოქცევა. ისწავლიან როგორ უნდა აარიდონ თავი იმ ადამიანებს ვისაც მათზე შეუძლია ცუდი ზეგავლენის მოხდენა.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლიდან: არ არიან
11. საგნებთნ/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
12: პროექტის ფასილატოტორი: ეთერ ინანაშვილი
13. ფასილიტატორის ელ ფოსტა: megiinanashvili@gmail.com
14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://megiinanashvili.blogspot.com